ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
მონტავიას საფუძველი ჩაეყარა ერთი მთავარი მიზნისთვის — შევქმნათ ხარისხი, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ პროექტს პროფესიონალიზმით, სიზუსტითა და პასუხისმგებლობით მივუდგეთ. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩვენი საქმიანობის მთავარი საყრდენია და გვაძლევს საფუძველს, წარმატებით განვახორციელოთ როგორც სტანდარტული, ისე რთული და მასშტაბური პროექტები.
მონტავიას პროფესიონალი და მრავალფეროვანი გუნდი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, რომელთა გამოცდილება მოიცავს პროექტირებას, მშენებლობას, რემონტსა და ინტერიერის სრულ კომპლექტაციას. ჩვენი გუნდის კვალიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, პროექტის თითოეული ეტაპი ერთიანი სტანდარტით ვმართოთ — იდეის განვითარებიდან მის საბოლოო განხორციელებამდე. საქმის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია. საჭიროა მჭიდრო ურთიერთობა სწორი მოლოდინების შექმნისათვის და სასურველი შედეგების მისაღწევად.
ჩვენთვის გამოცდილება მხოლოდ შესრულებული პროექტების რაოდენობას არ ნიშნავს. ეს არის უნარი, წინასწარ განვსაზღვროთ პროცესის თითოეული დეტალი, ეფექტურად ვმართოთ რესურსები, დროულად მოვაგვაროთ გამოწვევები და შევინარჩუნოთ ხარისხის მაღალი სტანდარტი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამჭვირვალე კომუნიკაციას, სწორ დაგეგმვასა და შეთანხმებული ვადების დაცვას.
ჩვენი მიზანია, დაგროვილი გამოცდილებით შევქმნათ სივრცეები, რომლებიც ხარისხს, ფუნქციურობასა და თანამედროვე ესთეტიკას აერთიანებს.

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲝᲑᲐ
ჩვენი საქმიანობა რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე დგას. პასუხისმგებლობისა და ხარისხის კომბინაციით ვქმნით სათანადო სტანდარტსა და ეფექტურ კომუნიკაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ საქმეში მაღალი ხარისხისა და სანდოობის შენარჩუნება.